ვებსაიტების დამზადება საიტების დამზადება
ვებ დეველოპმენტ სერვისები თქვენი ბიზნესისთვის
ვებ დეველოპმენტ სერვისები
ვებსაიტები და ვებ აპლიკაციები თქვენი ბიზნესის საჭიროებებისთვის
ვებსაიტები
ჩვენ ვქმნით ელეგანტურ, მობილურ აპლიკაციებზე მორგებულ ვებსაიტებს. ნებისმიერი მასშტაბის კორპორატიული და პერსონალური ვებგვერდები, რომლებიც ვიზიტორებს გარდაქმნიან ლოიალურ მომხმარებლებად.
ბიზნესის მართვის სისტემები
ჩვენ ვქმნით ვებ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვის სისტემებს, მათ შორის CRM, HR, საწყობის, ლოჯისტიკისა და ფინანსურ მოდულებს. ჩვენი გადაწყვეტილებები გეხმარებათ რუტინული პროცესების ავტომატიზაციაში, აერთიანებს მონაცემებს ერთ ცენტრალიზებულ სისტემაში და ამცირებს ხელით შესასრულებელ სამუშაოს, შეცდომებსა და დროის დანახარჯს.
განათლების მართვის სისტემები
ჩვენ ვქნით განათლების მართვის მორგებულ სისტემებს, მათ შორის LMS პლატფორმებს, თვითშეფასების სისტემებს, მონიტორინგისა და პერსონალის უკუკავშირის სისტემებს. ჩვენი გადაწყვეტილებები ეხმარება საგანმანათლებლო დაწესებულებებს სწავლების პროცესების მართვაში, შედეგების ანალიზსა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.
მობილური აპლიკაციები
ჩვენ ვქმნით მობილურ აპლიკაციებს ჩვენი ვებ–სისტემებისათვის Android და iOS პლატფორმებზე, სრული ინტეგრაციით და ინტეგრირებული მომხმარებლის გამოცდილებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი ფოკუსი ვებ–დეველოპმენტია, საჭიროების შემთხვევაში უარს არ ვამბობთ მობილური აპლიკაციების პროექტებზე, თუ ეს დამკვეთის მიზნების მიღწევას სჭირდება.
ელექტრონული კომერცია
ჩვენ ვქმნით მორგებულ ელექტრონული კომერციის სისტემებს, ონლაინ მაღაზიებს, ვაინტეგრირებთ გადახდის სისტემებთან და ასევე ვუზრუნველყოფთ ERP სისტემების და RS.ge ინტეგრაციას. ჩვენი გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს თქვენი ელ.კომერციის პროცესების ავტომატიზაციას და მომხმარებლის კომფორტულ გამოცდილებას.
API დეველოპმენტი
ჩვენ ვქმნით უსაფრთხო და მასშტაბირებად API-ებს, ვახორციელებთ მესამე მხარის API ინტეგრაციებს, ვქმნით მორგებულ webhook-ებსა და ავტომატიზაციებს. ჩვენი API გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს სისტემებს შორის საიმედო კომუნიკაციას და მონაცემების ავტომატურ გაცვლას.