უკან პროექტებზე
ბიზნესის მართვის ინსტრუმენტები გამორჩეული

ტურიზმის CRM

Edena - ტურისტული კომპანიის CRM სისტემა

ტურიზმის CRM

პროექტის შესახებ

კლიენტის შესახებ

Welcome2Caucasus.com არის ტურისტული კომპანია, რომელიც სპეციალიზდება საქართველოში ტურების ორგანიზებასა და მართვაში და თანამშრომლობს სასტუმროებთან, გიდებთან, მძღოლებთან და პარტნიორ სააგენტოებთან.

პრობლემა


კლიენტს სჭირდებოდა ცენტრალიზებული სისტემა ტურების ოპერაციების, ჯავშნების, პარტნიორებისა და ფინანსური მონაცემების სამართავად. არსებული პროცესები იყო ფრაგმენტული და სრულდებოდა სხვადასხვა ხელსაწყოების საშუალებით, რაც ართულებდა ჯავშნების, გადახდების და სხვა ტურისტული ოპერაციების კოტროლს.

ჩვენი გადაწყვეტა

ჩვენ დავაპროექტეთ და შევქმენით ტურისტულ ოპერაციებზე მორგებული CRM სისტემა. სისტემა აერთიანებს ტურების მართვას, ჯავშნების ადმინისტრირებას, პარტნიორებთან მუშაობას და ფინანსურ ანალიტიკას, რაც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ოპერაციულ ეფექტიანობას.

ძირითადი ფუნქციები

ჯავშნების ადმინისტრირება

- ტურის ჯავშნების მართვა
- ჯავშნის თარიღები და განრიგი
- ტურის პროგრამა
- გადახდის პირობები და ჯავშნის სტატუსის კონტროლი
- გიდის, მძღოლის, სასტუმროს და ფრენების ინფორმაცია
- ტურის ინფორმაციის საბეჭდი ფორმატი
- მეილებისა და სმს სისტემა (ტურის თარიღების ავტომატური შეხსენება გიდებისა და სასტუმროებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ტურის შესახებ ინფორმაციის გაზიარების ავტომატიზირებული სისტემა)

სასტუმროების ადმინისტრირება

- სასტუმროების მონაცემების მართვა
- სასტუმროების გადახდის პირობები

გიდების ადმინისტრირება

- გიდების პროფილები
- ანაზღაურებისა და ხელფასის კონტროლი

პარტნიორული სისტემა

- პარტნიორებისა და აფილიატების მართვა
- ტურის მიბმა კონკრეტულ პარტნიორზე
- პარტნიორი სააგენტოს პროფილი

ანალიტიკა და ანგარიშგება

- შემოსავლისა და მოგების ანალიტიკა
- ხარჯებისა და გადასახადების ანალიზი
- ანგარიშგება ტურის მიხედვით
- ანგარიშგება წლის მიხედვით
- ანგარიშგება პარტნიორის მიხედვით

პროექტის დეტალები

კლიენტი
Welcome2caucasus
კატეგორია
ბიზნესის მართვის ინსტრუმენტები
ტექნოლოგიები
Laravel Alpine.js

მოგეწონათ რასაც ხედავთ?

მოდით ერთად ვიმუშაოთ თქვენს შემდეგ პროექტზე.

დაიწყეთ თქვენი პროექტი