თვითშეფასების სისტემა (ბაღები)
თვითშეფასების სისტემა ბაღებისთვის.
პროექტის შესახებ
კლიენტის შესახებ
EQE.ge — განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (EQE) — ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფასა და მონიტორინგს განათლების ყველა საფეხურზე, მათ შორის სკოლამდელი განათლების სფეროში.
პრობლემა
საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელ დაწესებულებებს არ გააჩნდათ სპეციალურად მათზე მორგებული, სტანდარტიზებული თვითშეფასების ინსტრუმენტი. ხარისხის მონიტორინგი ძირითადად ეფუძნებოდა ხელით მომზადებულ ანგარიშებსა და შემოწმებებს, რაც ართულებდა პროცესის ერთიანობასა და მასშტაბირებას.
ჩვენი გადაწყვეტა
ჩვენ შევიმუშავეთ საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი დაწესებულებების თვითშეფასების სისტემა, რომელიც მორგებულია ადრეული განათლების სპეციფიკაზე. პლატფორმა დაწესებულებებს საშუალებას აძლევს, სტრუქტურირებული კითხვარების საშუალებით შეაფასონ სასწავლო გარემო, ადმინისტრაციული პროცესები და პერსონალის საქმიანობა.
პროექტი განხორციელდა Unicef-ის მხარდაჭერით.
პროექტის დეტალები
მსგავსი პროექტები
კოლეჯის მართვის სისტემა (პროფესიული LMS)
ეს პროექტი წარმოადგენს ერთადერთ LMS-ს, რომელიც სპეციალურად პროფესიული განათლების სექტორისთვის არის შექმნილი საქართველოში, და განხორციელდაეევროპის განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით.
უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზა და საძიებო სისტემა eqe.ge-სთვის
Reestri.eqe.ge — ვებ-აპლიკაცია, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზას.
თვითშეფასების ელექტრონული სისტემა (კოლეჯები )
პლატფორმა წარმოადგენს თვითშეფასების ელექტრონულ ინსტრუმენტს კერძო და სახელმწიფო კოლეჯებისთვის.